„საქართველოს ვარსკვლავს“ იკაკო ალექსიძე გამოეთიშა

„საქართველოს ვარსკვლავს“ მესამე ლაივ შოუზე ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუტსაიდერებს შორის მოხვდნენ ნინი ცნობილაძე და იკაკო ალექსიძე. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა იკაკო ალექსიძემ მიიღო და მან პროექტი დატოვა.

ხმების რაოდენობის მიხედვით ლიდერი ლიზა კალანდაძე გახდა.

ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას უკვე ექვსი კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.

მესამე ტურის შემდეგ, ხმები განულებულია და გულშემატკივრებს შეუძლიათ, თავიანთ ფავორიტებს კვლავ მისცენ ხმა.

ხმის მიცემა შეუძლიათ „მაგთის“, „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. ასევე, პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ რჩეულს მხარი სრულიად უსასყიდლოდ, „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით დაუჭიროს.