„საქართველოს ვარსკვლავს“ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა

საქართველოს პირველი არხის ეთერში, მუსიკალური მეგაპროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე ლაივშოუ გაიმართა.

პროექტს ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მოხვდნენ  – ანრი გუჩმანიძე და ლიზა შენგელია. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა ლიზა შენგელიამ მიიღო და პროექტი დატოვა.  ლიდერი, ხმების რაოდენობის მიხედვით, თორნიკე ყიფიანი გახდა.

საქართველოს ვარსკვლავი