„საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტთა რეპეტიცია

ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე.

„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტების ვინაობა ხვალ გაირკვევა. პირველი არხის მუსიკალური შოუს მონაწილეები ნახევარფინალისთვის ემზადებიან. ხუთივე კონკურსანტი, – ლიზა კალანდაძე, ნინი ცნობილაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე, – ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ხვალ წარსდგებიან. ნახევარფინალში ისინი ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ. აქედან ერთი ცნობილი ქართული სიმღერა და ერთიც უცხოური ჰიტი იქნება. ფინალისტებს მაყურებელი ხმის მიცემით გამოავლენს. ეს კი შესაძლებელია როგორც ფეისბუქ-მესენჯერის, ისე მობილურიდან განხორციელებული ზარებით.

საქართველოს ვარსვკლავის ფინალში 4 კონკურსანტი იმღერებს. მათ დღეს გენრალური რეპეტიცია გაიარეს.