„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

დღეს „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული, შესაბამისად, ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და საკონკურსო სიმღერა გამოვლინდება.

ფინალური ტური 22 საათზე დაიწყება. მაყურებელი გადაწყვეტს, ვინ გახდება „საქართველოს ვარსკვლავი“.

ფინალში დღეს ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე იმღერებენ. დღევანდელი შოუსთვის სიმღერები მათ თავად შეარჩიეს.

კომპოზიციები სპეციალურად ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ქართველმა კომპოზიტორებმა დაწერეს.

დღეს თქვენი აქტიურობა და გულშემატკივრობა გადამწყვეტია. ხმის მიცემის წესი კი ასეთია, კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია. ასევე თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.

გამარჯვებულის გამოსავლენად „ფეისბუქის“ მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 1tv.ge-ზე, პირველი არხისა და პროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ „ფეისბუქ“ გვერდებზე.

 

დატოვე კომენტარი