„საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე გრძელდება

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე გრძელდება. დღეს კასტინგების მეორე ტურია, სადაც ჟიური იმ კონკურსანტების ათეულს შეარჩევს, რომლებიც უკვე მომდევნო შაბათიდან, მონაწილეობას ლაივშოუებში მიიღებენ.

ლაივშოუები თბილისის საკონცერტო დარბაზში 26 იანვრიდან გაიმართება, თითო ტურში კონკურსს თითო მონაწილე გამოეთიშება, არჩევანს კი მაყურებელი გააკეთებს, რადგან სწორედ ხალხის ხმა იქნება გადამწყვეტი იმ ინოვაციური ხმის მიცემის სისტემაში, როდესაც კონკურსანტების მხარდაჭერა ფეისბუქმესინჯერის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ვარსკვლავის“ მესამე ეპიზოდი ეთერში დღეს, 22:00 საათზე გავა.  

 

დატოვე კომენტარი