„საქართველოს ვარსკვლავი“ ნინი ცნობილაძემ დატოვა

„საქართველოს ვარსკვლავი“ ნინი ცნობილაძემ დატოვა. ხმების რაოდენობის მიხედვით ლიდერი ლიზა კალანდაძე გახდა.

ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას დღეიდან ოთხი კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.

ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.

ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები.