„საქართველოს ვარსკვლავი“ ლევან ჩხაიძის გახსენებით დაიწყო

ლევან ჩხაიძის გახსენებით დაიწყო გუშინ „საქართველოს ვარსკვლავი“.

პროექტის პირველი საღამოს დაწყებამდე, ფილარმონიის დიდ დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა ლევან ჩხაიძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.

მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს” პირველ ლაივშოუზე ორი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის ბესო ნემსაძე, მარიამ კახელიშვილი და ნინი ცნობილაძე მოხვდნენ. ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა ბესო ნემსაძემ და მარიამ კახელიშვილმა მიიღეს და კონკურსის წესების შესაბამისად პროექტი დატოვეს. დანარჩენი რვა კონკურსანტი კი გამარჯვებისათვის, ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. ამისათვის კი თქვენს რჩეულს მხარდაჭერა სჭირდება.

შეგახსენებთ, ხმის მიცემა შეგიძლიათ მობილური ქსელების და„ფეისბუქის“ საშუალებით.