„საქართველოს ვარსკვლავი“

მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეულის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება. ზუსტად 22:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის მაყურებელი კასტინგების დასკვნით ეპიზოდს ნახავს. 16 ნოემბრიდან კი ფინალისტები თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაინაცვლებენ, სადაც ლაივშოუები დაიწყება.

კონკურსს ყოველ შაბათს თითო მონაწილე გამოეთიშება. გადაწყვეტილებას მხოლოდ მაყურებელი ფეისბუქმესინჯერისა და სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მიიღებს.

„საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის გამარჯვებული და „ევროვიზია 2020“-ის ქართველი მონაწილე 31 დეკემბერს საახალწლო ეთერში გამოვლინდება.

საქართველოს ვარსკვლავი