საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა – ჩემპიონი მიხეილ მჭედლიშვილი გახდა

18:20, 27.01.2018

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა. ჩემპიონი მესამედ გახდა მიხეილ მჭედლიშვილი, მეორე ადგილზე გავიდა დავით ჯოჯუა, ხოლო მესამეზე – თორნიკე სანიკიძე.

ჩემპიონატში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი: პირველმა ადგილოსანმა მიიღო 6 000 ლარი პლუს, ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაწესებული გრანტი 1 500 ლარის ოდენობით. ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ ასევე მეორე-მერვე ადგილებზე გასული მოჭადრაკეები.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები 2018 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან.

მსგავსი