საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი დაემატება.

შესაბამის სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ჰანსენმა. დოკუმენტის თანახმად, „იბიარდი“ 80 მილიონ ევროს გამოყოფს, საიდანაც 65 მლნ ევრო-ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო – დეპოს მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული. ასევე გაფორმდა შეთანხმება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ თაობაზე. „იბიარდი“  საქართველოს 6 დიდ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორში და ფოთში  დაახლოებით 175 ავტობუსის შესაძენად, 17 მლნ ევროს შეღავათიან სესხს გამოყოფს.