საქართველოს ტურიზმის სექტორის პრეზენტაცია ესპანეთში 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ქვეყნის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას ამჯერად ესპანეთში ეცნობიან.

მადრიდში გამართულ პრეზენტაციაზე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ყველა ის მიმართულება და პროდუქტი წარუდგინეს, რაც საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. პარალელურად, ქართულ მხარე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლად არჩეულ გენერალურ მდივანს შეხვდა. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის ინოვაციური პროექტები ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. როგორც შეხვედრაზე გაირკვა,  გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლობა თბილისს წლის ბოლომდე ეწვევა.