საქართველოს ტურისტული პოტენციალი კიდევ ერთი ქვეყნის ტელეობიექტივში. ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კორეიდან გადამღები ჯგუფი სტუმრობს. გეგმაშია სხვადასხვა ისტორიულ ძეგლსა და ღირსშესანიშნაობაზე, ასევე ტურისტულ მარშრუტებსა და კულინარიაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება. მომავალი ფილმის ავტორები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ჩავლენ და პოპულარული შემეცნებითი ტელევიზიისთვის საინტერესო მასალებს შეაგროვებენ. ფილმის გადაღება საქართველოს ტურისტული ცნობადობის გასაზრდელად მარკეტინგული კამპანიის ნაწილია.