საქართველოს ტურისტული პოტენციალი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმაზე გრძელდება.

ადმინისტრაციის ორგანიზებით და Bloomberg-ის მოწვევით პოპულარული გადაცემის, Sorted Food-ის ორი წამყვანი საქართველოში იმყოფება. ისინი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ ორ ვიდეორგოლს ამზადებენ. გადაღებები თბილისში, თელავსა და წინანდალში მიმდინარეობს. Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.