საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია

ამერიკელი კონგრესმენების კიდევ ერთი მწვავე გზავნილი კრემლს: კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მორიგი დოკუმენტია წარდგენილი. ეს არის ორპარტიული რეზოლუციის პროექტი, სადაც ავტორები სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას მწვავედ გმობენ და მას რუსეთის მიერ მართულ ქვეყნად მოიხსენიებენ.

პარალელურად, სირია უკვე შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო, ფინანსური სანქციები ვრცელდება. ფინანსური შეზღუდვების დაწესებისა და საკანონმდებლო დონეზე გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ, ეს არის ბოლო თვეებში ამერიკის კონგრესში ინიცირებული მორიგი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსულ ოკუპაციას ეხება.