საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თემაზე – “ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები გუშინ, დღეს, ხვალ” მეექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე საუბარი იყო ეკონომიკური სექტორის პრობლემებზე და განვითარებაზე, ასევე აგრობიზნესის და ტურიზმის განვითარებზე.

ეკონომიკური კონფერენცია აკადემიკოს ლეო ჩიქავას 90-ე წლის თავს ეძღვნება. მონაწილეობას 29 პროფესორი იღებს, მათ შორის  20 უცხოელი წარმომადგენელია.