საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ამერიკის თავდაცვის მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ბიუროში ეროვნული გვარდიის უფროსმა გენერალმა უმასპინძლა. შეხვედრას რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ევროპასა და აფრიკაში ამერიკის არმიის მეთაურის მოადგილე, ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ამერიკის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროგრამები განიხილეს. ასევე ისაუბრეს მრავალ ეროვნული სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული მხარდაჭერა და კონტრიბუცია.