საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ 45 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული სტრატეგიული გამოწვევები განიხილა. „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი“ ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასის“ ფარგლებში პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას.