საქართველოს თავდაცვის ძალების იუბილე

15:15, 30.04.2025

საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა. ეროვნული დღის აღსანიშნავად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დილიდან ღონისძიება გაიმართა. ისაუბრეს თარიღის მნიშვნელობასა და სამხედრო მოსამსახურეების ღვაწლზე. 1991 წლის 30 აპრილს თბილისში ეროვნული გვარდიის პირველი სამხედრო აღლუმი გაიმართა, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა პირველად 70 წლის განმავლობაში ფიცი დადეს სამშობლოს წინაშე. აღლუმს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა და სწორედ ეს დღე ითვლება თანამედროვე ქართული არმიის დაარსების ოფიციალურ თარიღად. მას შემდეგ ზუსტად 34 წელი გავიდა.

მსგავსი