საქართველოს თავდაცვის ძალების დაბადების დღესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ გმირთა მემორიალთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა, რომელმაც ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, თბილისში პირველი აღლუმი გაიმართა, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა სამშობლოს წინაშე სამხედრო ფიცი დადეს.