ისტორიული თარიღი ქართული ჯარისთვის – დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაბადების დღეა.
34 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, თბილისში პირველი აღლუმი გაიმართა, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა სამშობლოს წინაშე სამხედრო ფიცი დადეს. თავდაცვის ძალების იუბილე ტრადიციულად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ისტორიული მნიშვნელობის თარიღი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში ქართველი ჯარისკაცების მნიშვნელოვან წვლილზე. ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.