საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე. ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს თბილისში პირველი აღლუმი გაიმართა, მას შემდეგ კი – ტრადიცია ყოველწლიურია. დღეს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ- მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ და ქართული ჯარის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრეს.