საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა

18:15, 30.04.2023

საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა. თარიღთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით ხელისუფლების პირველმა პირებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ღონისძიება მარშის თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშებით გაიხსნა. სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა სახელმწიფო ჰიმნიც, რა დროსაც ქვემეხებიდან საზეიმოდ ზალპები გაისროლეს.

მსგავსი