საქართველოს თავდაცვის ძალები 28 წლისაა

ქართული ჯარი 28 წლისაა.

ოკუპაციის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ეროვნული გვარდიის ისტორია, 1991 წელს იწყება, – სწორედ მაშინ გაიწვიეს პირველად მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

პროფესიული დღე ჯარისკაცებს ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს, რომლებმაც საკუთარი გამოსვლები თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე და საერთაშორისო მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელების განსაკუთრებულ წვლილზე საუბრისთვის გამოიყენეს. აქცენტი გაკეთდა სამხედროების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად დაწყებულ რეფორმაზეც.