საქართველოს სლოვენიის სატყეო სექტორის ექსპერტები სტუმრობენ

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სლოვენიის სატყეო სექტორის ექსპერტები სტუმრობენ.  შეხვედრაზე ტყის ინვენტარიზაციის, ტყის შესახებ მონაცემთა მოგროვებისა და მართვის საკითხები განიხილეს.  სლოვენია  ბუნებრივი ტყეების მართვის საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტყის ინვენტარიზაციის, საინფორმაციო სისტემებისა და დაგეგმვის მიმართულებით. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა.