„საქართველოს სინფონიეტა“ არგენტინაში
„საქართველოს სინფონიეტას“ სამხრეთ ამერიკული ტურნე არგენტინაში გრძელდება. პირველი კონცერტი ორკესტრმა პარანას ცნობილ თეატრში გამართა. საღამოები დაგეგმილია 21 და 22 მაისს ბუენოს-აირესში. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. „საქართველოს სინფონიეტას“ საგასტროლო ტურნე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბრაზილიასა და არგენტინაში საქართველოს საელჩოების ორგანიზებით ტარდება.