„საქართველოს სინფონიეტა“ არგენტინაში
ბრაზილიის შემდეგ არგენტინა. ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები „საქართველოს სინფონიეტამ“ ამჯერად ბუენოს აირესში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ააჟღერა. კონცერტები ისტორიულ შენობებში, თეატრებსა და დარბაზებში, სპეციალური პროგრამა და აღფრთოვანებული პუბლიკა – კამერულმა ორკესტრმა სამხრეთ ამერიკული ტურნე დაასრულა.
„საქართველოს სინფონიეტას“ კულტურული მისია ქვეყნებს შორის დიპლომატიური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურებოდა. სამხრეთ ამერიკული ტურნე კულტურის სამინისტროს და საელჩოების მხარდაჭერით დაიგეგმა.