„საქართველოს სიმფონიეტას“ კონცერტები რეგიონებში

21:55, 15.09.2025

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი რეგიონული ტურნესთვის ემზადება. მრავალფეროვანი პროგრამა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კომპოზიციებს აერთიანებს. 17-წლიანი ისტორიის მქონე „საქართველოს სიმფონიეტა“ კლასიკური მუსიკით ამჯერად სამ რაიონში იმოგზაურებს.

რეგიონული ტურნე  საგარეჯოდან დაიწყება. შემდეგ კი მუსიკალური საღამოები წალკასა და ბოლნისში გაიმართება. დაგეგმილი კონცერტების მიზანი, რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.

მსგავსი