ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება. დოკუმენტი რასა იუკნევიჩიენეს მიერ არის წარდგენილი. ასახულია შესწორებაც, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს სამი ტელევიზიის – „იმედის“, „პოსტივის“ და „რუსთავი 2-ის“ სანქცირებას მოითხოვს. ანგარიშში „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსის შეცვლის გამო ადანაშაულებენ და პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტიდან დიდი ხანია ქვეყანაში ექსტრემისტული პროცესების ხელშეწყობას ცდილობენ.