საქართველოს შედეგები საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე
საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველი მოსწავლეების წლევანდელი შედეგები მკვეთრად გაუმჯობესებულია. წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს სახელით ათეულობით მოსწავლე გაემგზავრა – მონაწილეთა რაოდენობა წინა წლების მონაცემებს აჭარბებს. განსაკუთრებით დიდი ინტერესია მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში ჩატარებული ოლიმპიადების მიმართ. სწორედ შანხაიში გამართული მათემატიკის ოლიმპიადიდან დაბრუნდნენ ცოტა ხნის წინ ქართველი მოზარდები, რომლებმაც საკუთარი ნაკრები მოწინავე პოზიციებზე გაიყვანეს.