საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – მსოფლიო ბანკის ანგარიში

21:37, 30.09.2026

მსოფლიო ბანკი 2040 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს.

გლობალური ფინანსური ინსტიტუტი შუა დერეფნის განვითარების პარალელურად იმ ეკონომიკურ შედეგებზე წერს, რომლის მიღწევაც ამ დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ. ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე, მეტი კერძო ინვესტიცია და ახალი სამუშაო ადგილები, ეს იმ სარგებლის მხოლოდ ნაწილია, რასაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, რეგიონის ქვეყნები უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტის სრულად ათვისების შედეგად მიიღებენ. ანგარიშში ხაზგასმულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა და ნავსადგურის მშენებლობის „ლენდლორდის“ მოდელი საუკეთესო პრაქტიკად არის შეფასებული. მსოფლიო ბანკის მოლოდინია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა 3.61 %-ით გაიზრდება.

მსგავსი