საქართველოს სასტუმროების დატვირთულობა
2025 წელს საქართველოს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებმა 6 მილიონ 200 ათას სტუმარს უმასპინძლეს. ეს მაჩვენებელი 6.5 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სტუმართა 62.7%-ს უცხოელები შეადგენდნენ. აქედან, 10,4 პროცენტი ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ტურისტების მატებაა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. საქართველოში დასვენების მსურველთა სტატისტიკის ზრდასთან ერთად, გაფართოვდა სასტუმრო სექტორიც – 2025 წელს საქმიანობდა 2783 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება.