უნგრეთის საუნივერსიტეტო ქალაქ სეგედში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, ასევე ქალაქ სეგედის მერიისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებმა. საქართველოს საპატიო კონსული მიხაელ შაბი გახდა. მას მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება აქვს, მათ შორის ბიზნესის მიმართულებით.