„საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის“

„საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია – თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საგარეო მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები. ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.