საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუანდაში

რუანდაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ბოტსვანიის, ნამიბიისა და ესვატინის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შალვა პაპუაშვილმა, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა.

რუანდაში ქართველი დეპუტატების ვიზიტი დღის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილი გამართულ ორმხრივ შეხვედრებს შეაჯამებს.

ვიზიტის დეტალებზე რუანდიდან თეონა მანაგაძე ისაუბრებს.