საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში

იტალიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, დღეს დილიდან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ იტალიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე შეხვედრები შედგა ვატიკანშიც. დღის ბოლოს, საპარლამენტო დელეგაცია ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.