საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვატიკანში
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. დღესვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან ლეო XIV-სთან.