საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში

სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს დელეგაცია. ქართველი დეპუტატები დღეს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია რამდენიმე კომიტეტის სხდომა და პირისპირ შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან. წუხელ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა. მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, გამოწვევები და ევროინტეგრაცია იყო.