საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე იმსჯელეს.  უმრავლესობის წარმომადგენლები კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველოს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასა და რუსეთის განგრძობით ანექსიას.

კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ ამერიკისთვის საქართველო რეგიონში ყველაზე ერთგული და სანდო პარტნიორია. ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ აშშ მზად არის, საქართველოს დახმარება გაუწიოს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილია სენატის, სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ამერიკის საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

დატოვე კომენტარი