საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები 

პირველად საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია როგორც ბლუმბერგის, აგრეთვე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეიდან ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შეეძლებათ მაქსიმალური გამჭვირვალობით თვალი ადევნონ და გააანალიზონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომგებიანობას, შემოსავლიანობასა და რისკ-მახასიათებლებს.