საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა.

ხუთჯვრიანი დროშები დღეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა  სახელმწიფო უწყებასა და დაწესებულებაში აღიმართა და შენობებიდან გადმოიფინა.

სახელმწიფო დროშას 700-წლიანი ისტორია აქვს. სწორედ ხუთჯვრიანი დროშით აღინიშნებოდა საუკუნეების წინ საქართველო სხვადასხვა ევროპულ რუკასა და დოკუმენტში. სახელმწიფოებრიობის მთავარ სიმბოლოზე მუშაობა სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობდა და საბოლოოდ გორგასლიან-დავითიანის, იგივე ხუთჯვრიანი დროშა, სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. დღეს ის სეკულარული სიმბოლოა, თუმცა ხუთჯვრიან დროშას რელიგიური საფუძვლები აქვს.

გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტი.