საქართველოს სახელმწიფო ბალეტის საგასტროლო ტურნე

22:06, 12.11.2026

ჩაიკოვსკის ცნობილი საბალეტო დადგმა შეცვლილი სიუჟეტით, დეკორაციებითა და სცენოგრაფიით – ქართული საბალეტო დასი „მაკნატუნას“ ამჯერად სინგაპურელი აუდიტორიის წინაშე წარმოადგენს. სინგაპურში გამგზავრება ხანგრძლივი ტურნეს ნაწილია. წინ იტალიის ცნობილ თეატრებში ჩანიშნული სპექტაკლებია.

საბალეტო დასი წარმოდგენებს თბილისშიც აანონსებს. გასტროლების დასრულების შემდეგ, ახალი წლის დღეებში „მაკნატუნას“ ქართველი მაყურებელიც ნახავს.

მსგავსი