საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი დიდ ბრიტანეთში

21:54, 28.07.2026

წარმატებული გასტროლების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბალეტი დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში  ბრუნდება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, საბალეტო დასი ლონდონში მეორედ იმყოფებოდა. ქალაქის პრესტიჟულ სცენაზე ლონდონის კოლიზეუმში ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, საბალეტო დასმა ცნობილი ბალეტი „გედების ტბა“ წარადგინა. 12-ვე წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და ბრიტანელი აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. წარმოდგენების პარალელურად მოეწყო გამოფენა, რომელიც „გედების ტბის“ დადგმის ქართულ ისტორიას ასახავს.

მსგავსი