საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მზადება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 23 აგვისტოს, ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელს დაუპირისპირდება. ამ მატჩით ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი მზადებას დაასრულებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის თამაშებისთვის, რომელსაც 28 აგვისტოს, შინ მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს – პორტუგალიასთან გასვლაზე გამართავს. ეროვნულ გუნდს ამ შეხვედრებში NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრების მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.