საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მზადება

ევრობასკეტ 2025-სთვის მზადება გრძელდება. საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 13 კალათბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის, კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გამოტოვა. მწვრთნელმა 12-კაციანი შემადგენლობა 27 აგვისტომდე უნდა დაასახელოს, ხოლო ნაკრები ტურნირზე პირველ მატჩს 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთთან გამართავს. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების გარდა, C ჯგუფში მასპინძელი კვიპროსის, ბოსნია ჰერცოგოვინის, იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებები ითამაშებენ.