საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ, საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი მოამზადა. კვლევა მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო  გარემოზე  და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა  რეიტინგი და შესაბამის კვლევაში, საქართველომ 82 ქვეყანას შორის მერვე ადგილი დაიკავა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.