საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაერთიანებულ სამეფოში ეცნობიან.
ლონდონის საფონდო ბირჟა, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო ფორუმს უკვე მესამედ მასპინძლობს. ქართული დელეგაცია, რომელსაც, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. უცხოელ პოტენციურ პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ. გლობალურ ინვესტორებთან შეხვედრების ფარგლებში მთავარი აქცენტი კეთდება საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე, საგადასახადო გარემოსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.
ფორუმის მიზანი საქართველოში, რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვაა.