საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა, ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო. დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით, გაცილებით უფრო დატვირთულია 9 იანვრის დილის საათებში, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს.  ამის შესახებ, პორტალ „ფლაი ტრეიდარ 24“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი.  რუკაზე ჩანს, რომ თვითმფრინავები ევროპული მიმართულებით ფრენისას აქტიურად იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცესაც. ახლო აღმოსავლეთში მოვლენების ესკალაციის გამო, ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებით უარი თქვეს მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა. თემაზე საქართველოს აერო ნავიგაციაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.