საქართველოს საგარეო ვალი

ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, საქართველოს საგარეო ვალი იზრდება და როგორც ჩანს,  ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც არ შეჩერდება.

ინფრასტრუქტურის სფეროში დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად მთავრობა ყოველ წელს რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს იზიდავს.

ექსპერტების აზრით, ვალის მოცულობას კრიტიკულ ნიშნულამდე ჯერ არ მიუღწევია, თუმცა სპეციალისტები მთავრობას მაინც აფრთხილებენ.

2008 წლის უსიამოვნო გამოცდილებიდან გამომდინარე, მათი მთავარი კითხვაა – რამდენად სწორად იხარჯება ეს თანხები. მაშინ ევროობლიგაციების სახით ქვეყანამ სოლიდური თანხა ისესხა, მაგრამ მოზიდული ფინანსები არამიზნობრივად დაიხარჯა.