საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემები

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებლები გაზრდილია.

წლის დასაწყისიდან დღემდე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან 24%-ით მეტი პროდუქცია გავიდა. საექსპერტო ბაზრებს შორის ლიდერობს ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლების სურათი არ შეცვლილა. თუმცა, მზარდია ჩინეთის ბაზარი. ასევე სტატისტიკა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ტექსტილზე. საქსტატის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, სფეროს ექსპერტები მთავარი საექსპორტო ბაზრების გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობენ.