საქართველოს საგარეო უწყება, ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად. განცხადებაში  ხაზგასმულია ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა. საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ რაუნდზე მხარეები შეძლებენ მრავალწლიანი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.